სტუდენტებს მიეცათ მათი ჯგუფის კოდები. ისინი დარეგისტრირდებიან მათი პირადი ნომრებით ამ კოდების შესაბამისად. მათ სემესტრის დასაწყისში მიეცათ სასწავლო კურსის შესაბამისად შედგენილი თემატიკა, რომელთაგაც ერთ-ერთს ირჩევენ (ჯგუფურად დამუშავება შესაძლებელია მაქსიმუმ სამი სტუდენტის მიერ), მიმდინარე სემესტრის მეცამეტე კვირაშიისინი ატვირთავენ უკვე დამუშავებულ ნაშრომს (რომელიც უნდა შეადგენდეს Sylfaen-ში ნაბეჭდ 12-იანი შრიფტის ზომის, 1,5 სტრიქონებს შორის მანძილის მქონე 10 გვერდიან რეფერატს. 

რეფერატში უნდა იყოს წარმოდგენილი ავტორ{ებ}ი, თემის დასახელება მოკლე სარჩევი, შესავალი (სადაც ასახული უნდა იყოს პრობლემის აქტუალობა, კვლევის მიზანი და ამოცანები), თემის ირგვლივ შექმნილი ვითარება (ნაშრომის ძირითადი ტექსტი), დასკვნა (პრობლემის გადაჭრის გზები), გამოყენებული ლიტერატურა და ცხრილები (დანართის სახით) არსებობის შემთხვევაში  

მოახდინეთ გატარებების აუდიტი და შესაბამისი შესწორება

1.    სალარონად ანგარიშვალდებული პირის მიერ 500 ლარი შეტანილია ფული საბანკო ანგარიშზე

დ - 1210 ფული საბანკო ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში            500

    კ - 1110 ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში                                500

 

2.    შეძენილია საქონელი ნაღდი ანგარიშსწორებით 59 ლარის ღირებულების დღგ-ის ჩათვლით

დ - 1610 საქონელი                                                          59

    კ - 1110 ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში         59

 

3.    ანგარიშვალდებული პირის მიერ გადახდილია შეძენილი საქონლის ღირებულება 100 ლარის ოდენობით

დ - 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან ა მომსახურებიდან        100

   კ - 1430 მოთხოვნები საწარმოს პერნოსალის მიმართ                     100

 

4.    რეალიზებულია 2000 ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულების ავტომანქანა 3600 ლარად დღგ-ის ჩათვლით, თანხა ჩარიცხულია საბანკო ანგარიშზე

დ -  1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან  3600

     კ -  2180 - ავტოსატრანსპორტო საშუალებები     2000

            კ - 5310 - მოგება 1600

 

5.    დარიცხული ხელფასი 625 ლარი, დაკავებულია საპენსიო შენატანი, საშემოსავლო გადასახადი და თანხა ჩარიცხულია დასაქმებულისთვის საბანკო ანგარიშზე.

დ - 7410 - ხელფასის ხარჯი    625

   კ - 3130 - გადასახდელი ხელფასი 625